Sxamiani sokoebi - manWkvalas matyuara
Домен: | Эукариоты |
Царство: | Грибы |
Отдел: | Базидиомицеты |
Класс: | Агарикомицеты |
Порядок: | Агариковые |
Семейство: | Строфариевые |
Род: | Гифолома |
Вид: | Ложноопёнок серно-жёлтый |
Международное научное название: | Hypholoma fasciculare |
მანჭკვალას მატყუარა - (ინგ. Hypholoma fasciculare) (რუს. Ложноопёнок серно-жёлтый)
სინონიმი: უცნობია.
მანჭკვალას მატყუარა (Hypholoma fasciculare), რომელიც საზოგადოდ აგრეთვე ცნობილია, როგორც გოგირდის კონა ან ხის ჯგუფურა, დაბურულ ტყეებში გავრცელებული სოკოა. ხშირად ის ისეთ ადგილებში გვხვდება, სადაც სხვა სოკოები არ ხარობენ. ეს საპროფაგული პატარა ქუდიანი სოკო უხვად და ჯგუფურად იზრდება ფართოფოთლოვანი ხეების კუნძებზე, ფესვებსა და ნეშომპალაში. მანჭკვალას მატყუარას მწარე გემო აქვს და შხამიანია. მისი ჭამის შემდეგ, შესაძლოა განვითარდეს გულისრევა, დიარეა და კონვულსიები. მასში შემავალი მთავარი მომწამვლელი სტეროიდია fasciculo lE.
ტაქსონომია და სახელწოდება
მანჭკვალას მატყუარას ეპითეტი წარმოიშვა ლათინური სიტყვიდან - fascicularis, რაც კონას, ბღუჯას ნიშნავს და ასახავს იმ ჩვეულებას, რაც ამ სოკოს ზრდას ახასიათებს. მანჭკვალას მატყუარას სახელწოდება იაპონურად ჟღერს, როგორც “ნიგაკურიტაკე” (Nigakuritake), რაც ითარგმნება, როგორც “მწარე”.
აღწერილობა
მანჭკვალას მატყუარას ნახევარსფეროსებური ქუდის დიამეტრი ზომაში 6 სმ-მდე აღწევს. ის გოგირდისფერი მოყვითალოა, ნარინჯისფერ-მოყავისფრო ცენტრით და თეთრი კიდეებით. ქუდის ფირფიტები მჭიდროდ ჩალაგებული და ყვითელი ფერის არიან, თუმცა შავი სპორების განვითარების შედეგად, გამორჩეულ მწვანე ფერს იღებენ. სპორის ფქვილი მოიასამნისფრო ყავისფერია. ღია ყვითელი ფერის ფეხი სიმაღლეში 10 სმ-ს აღწევს, სიგანეში კი 1 სმ-ია. ფეხის საყელოს მიდამოები სპორებისაგან გამუქებულია. უმი მანჭკვალას მატყუარას გემო ძალიან მწარეა. მომზადების შემდეგ ის სიმწარეს ჰკარგავს, თუმცა კვლავ შხამიანად რჩება.
გავრცელება და ჰაბიტატი
მანჭკვალას მატყუარა უხვად იზრდება ფოთოლმცვენი და წიწვოვანი ტყეების მკვდარ ხეებზე. მისი პოვნა უფრო ხშირად ხდება ფოთოლმცვენ ტყეებში, ვინაიდან იქ მარადმწვანე ტყეებთან შედარებით ლიგნინის დონე უფრო დაბალია. მანჭკვალას მატყუარა ფართოდ გავრცელებულია ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკაში. ის ასევე აღმოჩენილია ირანში და აღმოსავლეთ ანატოლიის დაბლობზე, თურქეთის ტერიტორიაზე. მანჭკვალას მატყუარა გაზაფხულიდან შემოდგომამდე ნებისმიერ დროს იზრდება.
მეტყევეობაში გამოყენება
მანჭკვალას მატყუარას ფართოდ იყენებენ ისეთი ექსპერიმენტების დროს, როდესაც ხდება წიწვოვანი ტყეების სოკოვანი დაავადებისგან (Armillaria solidipes) გაწმენდა.
შხამიანობა
მოწამვლის სიმპტომები სოკოს ორგანიზმში მოხვედრიდან 5-10 საათში იწყებს გამოვლენას და გამოიხატება გულისრევის შეგრძნებით, დიარეით, ღებინებით, პროტეინურიითა და კოლაფსით. შესაძლოა განვითარდეს პარალიზი და ხედვის გაუარესება. სიმპტომები, როგორც წესი, რამდენიმე დღეში გადის. ერთი ფატალური შემთხვევის შემდეგ ჩატარებულმა გაკვეთამ აჩვენა ელვისებური ჰეპატიტის ნიშნები, რომელიც თირკმელებსა და მიოკარდიუმში ამატოქსინით მოწამვლის შედეგად განვითარდა. გარდაცვლილმა მანჭკვალას მატყუარა სხვა სახეობებთან ერთად მიირთვა, ამიტომ გარდაცვალების მიზეზად უშუალოდ ამ სოკოთი მოწამვლა ვერ დადგინდა.
ფარმაკოლოგია
მანჭკვალას მატყუარას ექსტრაქტი ატარებს თრომბინის განვითარების საწინააღმდეგო თვისებებს.